ბარსელონას ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მისი გუნდის ყოფილ ფეხბურთელზე, 6 ოქროს ბურთის მფლობელ, ლიონელ მესიზე ისაუბრა და ერთი უცნობი ამბავი გაიხსენა.
ლიონელ მესი ვარჯიშებს ჰაეროვანს ხდიდა და ბოლომდე იხარჯებოდა. თუ ვარჯშის ბოლოს სხვა მოთამაშეები უკვე მოდუნებულები იყვნენ ხოლმე და ბურთს ზერელედ ეპყრობოდნენ, ის ყოველთვის ანთებული იყო და მთელი მონდომებით ურტყამდა ბურთს, ეს იმიტომ, რომ მას წაგება საშინლად არ უყვარს. ვარჯიშის დაწყებამდე ბარსელონაში ტრადიციაა და რონდოს (ე.წ კვადრატი) თამაშობს გუნდი, სადაც კვადრატულად განლაგებული მოთამაშეები ერთი შეხებით გადასცემენ ბურთს ერთმანეთს, შუაში მყოფი მოთამაშეები კი ცდილობენ მათ ბურთი აართვან, იმ შემთხვევაში თუ 20 გადაცემა განხორციელდება და შუაში მყოფები ბურთს ვერ მოიპოვებენ, კიდევ ერთ წრეს რჩებიან მდევრის როლში, ხოლო თუ ეს ზედიზედ სამჯერ გამეორდა, მათ ხუმრობით სირცხვილის კორიდორს უკეთებენ და შემდეგ თავში უტყაპუნებენ. ერთხელ ლეოს ვკითხე თუ მოსვლია ასეთი რამ, მან კი მიპასუხა რომ მხოლოდ ერთხელ, გესმით ეს რას ნიშნავს? ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ მესიმ კორიდორში გაიარა. როგორც შემდეგ შევიტყვე ის ამის გამო 1 კვირა ცუდ ხასიათზე იყო, ის უბრალოდ ვერსად და ვერასდროს ვერ იტანს მარცხს - განაცხადა კუმანმა.
სხვათაშორის ბარსელონას ბოლოდროინდელი თამაშებიდან გამომდინარე, რონალდ კუმანს კლუბში წყალი შეუდგა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე სერიოზული ხმები დაირხა, რაც შეეხება ლიონელ მესის, მისი პარიზული კარიერა სათანადოდ ვერ დაიწყო და ჯერ ახალ კლუბში გოლი არ აქვს გატანილი, ლიონთან დაპირისპირებისას კი მცირე ტრავმა მიიღო და მეცთან გუშინდელი შეხვედრა გამოტოვა.