როგორც მოგეხსენებათ კატალონიის ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ესპანური ფეხბურთის გაუგებრობის გამო, პარი სენ-ჟერმენში აღმოჩნდა, სადაც 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წლიურად 35 მილიონ ევროს მიიღებს.
მესის 30 ნომრიანი მაისურები, „პსჟ“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე, გასაყიდად მეორე დღიდან გაჩნდა და კოლოსალური შედეგიც მოიტანა. ფრანგულმა გუნდმა ერთ საათში 250 000 მაისური გაყიდა, რომლის საცალო ფასი 150 ევრო გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელებმა ზუსტად 1 საათში მიიღეს მესის ერთი წლის ხელფასზე მეტი, 37.5 მილიონი ევროს შემოსავალი.
მესის წასვლამ საპირისპირო ეფექტი მოუტანა ბარსელონას. ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ბარსას მაისურების გაყიდვამ 80%-თ მოიკლო.
სწორედ ასეთი ეფექტი აქვს საუკეთესო ფეხბურთელის გუნდში ყოლას, რაც კატალონიელებმა ვერ დააფასეს. ლიონელ მესი კი ახალმა თანაგუნდელებმა თბილად მიიღეს და არგენტინელმა ახალ გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.