პარი სენ-ჟერმენის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით პელეს გადაასწრო.
მესიმ „ჩემპიონთა ლიგის“ გუშინდელ მატჩში, ბრიუგესთან მოგებულ შეხვედრაში (4-1) დუბლი შეასრულა და 758 გოლი გაუხდა, აქედან 125 ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლია. რაც შეეხება პელეს, ბრაზილიელს ოფიციალურ მატჩებში ერთით ნაკლები, 757 გოლი აქვს.
საუკეთესო კი ამ მაჩვენებლით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი გოლების მანქანა, კრიშტიანო რონალდო გახლავთ, რომელსაც ოფიციალურ მატჩებში უკვე 801 გოლი აქვს, საიდანაც 140 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

რონალდო ამ მაჩვენებლის გაზრდას დღეს შეეცდება. შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპი დღეს სრულდება, მანჩესტერ იუნაიტედი კი იანგ ბოიზს უმასპინძლებს.