შინაგან საქმეთა მინისტრს ჟურნალისტებმა თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონი წართმევის ფაქტი შეახსენეს და ჰკითხეს, დაარღვია თუ არა კანონი კულტურის მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თეა წულუკიანი მისი მეგობარია და ცუდს ვერ იტყვის.
„გაიტაცა?! კი, დააყაჩაღა... თეა ჩემი ძალიან ახლობელია, მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მახსოვს, როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი“ - ამბობს ვახტანგ გომელაური.
მთავარი ფოტო: radioway.ge