ჩვენი ერის მიერ არის გაკეთებული არჩევანი, ეს არის ევროპული არჩევანი. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ნეიტრალიტეტთაბ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და პოზიციები მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
,,ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდგავართ მყარად და პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“ _ განაცხადა თეა წულუკიანმა.