ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, ძალიან შორს მიდიან და პირდაპირ თავს ესხმიან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამის შესახებ ულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მმართველი გუნდის წქარმომადგენლები ცდილობენ მსგავს განცხადებებს ყურადღება არ მიაქციონ.
,,ბატონი კუბილიუსი და ის ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ჰკითხეთ ქართველ ხალხს, კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში, მისთვის ამის უფლება არავის მიუცია. ჩვენი ხელისუფლება არის არჩევნების შედეგად არჩეული, მას ნდობა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. ქართველი ერი მოთმინებით ელოდება ვერდიქტს, ქართველი ერი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“ _ განაცხადა თეა წულუკიანმა.