ციხეში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს წინ კიდევ რამდენიმე წელი აქვს, ამიტომ გარკვეული გართობა სჭირდება.
,,ციხეში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული გართობა და ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას საპატიმროდან ამის რესურსი არ გააჩნია“ _ განაცხადა თეა წულუკიანმა.