შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხა. გომელაური გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, უფრო ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქე.
„ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მთავარი ფოტო: europetime.eu