საზღვრის ეფექტიანი მართვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და ამ მხრივაც მუდმივად განვაგრძობთ რეფორმებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მან ,,მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
,,სამინისტროში შემუშავებული საზღვრის ეფექტიანი მართვისა და შიდაუწყებრივი კოორდინაციის პროექტის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვრის ინტეგრირებული მართვის და სრულყოფილი სისტემის დანერგვა, აგრეთვე საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირება და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში, წელს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინაციის დანაყოფი. აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა საზღვრის მართვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სასაზღვრო მონიტორინგი, რისკების შეფასება/ანალიზი, აგრეთვე მგზავრთა მონაცემების დამუშავებისა და ოპერატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა“ _ განაცხადა ვახტანს გომელაურმა.