საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 წლის ავტსრიის მოქალაქის, შანეი ბურკის მკვლელობის საქმეზე 1988 წელს დაბადებული 33 წლის კაცი, შ.რ დააკავა.
TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ის რაფაელ მურსაკულოვია და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრია. ტელეკომპანიის ცნობით, ის მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კონკრეტულად 2021 წლის 23 აგვისტოს მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად დაინიშნა.
ახალგაზრდა ქალის ცხედრს ჭრილობა რამდენიმე ადგილას ჰქონდა მიყენებული.
ფოტო: TV pirveli