შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მას არანაირი შეგრძნება არ აქვს, რომ უსმენენ და ზოგადად უარყო ფარული მოსმენების შესაძლებლობა.
„შემიძლია გავაკეთო მილიონობით დოკუმენტი და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეტალებში ჩასვლა, მე ვთვლი, რომ ზედმეტია ჩემი მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფურცელი წაიკითხა ნიკა გვარამიამ, ეს ოფიციალურია და ნამდვილია თუ არა მე როგორ უნდა დავადასტურო? ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ თუ გამოსაძიებელი იქნება. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მთავარი ფოტო: paraleli.ge