შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს.
,,მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან“ _ აცხადებს ვახტანგ გომელაური.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა. იგი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ბიბილოვმა გათავისუფლების ბრძანება დღეს გამოაქვეყნა. გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ. ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.