1/8 ფინალის კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება, ინგლისის ნაკრებსა და გერმანიის ნაკრებს შორის დასრულდა.
მთლიანი შეხვედრა თანაბრად წარიმართა და არცერთი მწვრთნელი არ ჩქარობდა ცვლილებას, პირველი ცვლილება საუთგეიტმაც და ლიოვმაც 69-ე წუთზე გააკეთეს, ეს კი იმის მიმანიშნებელი იყო, რომ არცერთი არ რისკავდა და პოტენციური დამატებითი დროისთვის ინახავდნენ ცვლილებებს.
75-ე წუთზე, რაჰიმ სტერლინგის წამოწყებულ შეტევას, ჰარი კეინის გავლით, ფლანგზე გაშლა და ლუკ შოუს გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელსაც ისევ სტერლინგი დახვდა და ინგლისი დააწინაურა.
გოლიდან მალევე, გერმანელთა შემტევი, ტომას მიულერი, ერთი-ერთზე გავიდა და კარს მცირედით ააცილა.
86-ე წუთზე, ინგლისმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა. შეცვლაზე შემოსულმა ჯეკ გრილიშმა, კაპიტანს ჩაუწოდა, ჰარი კეინმაც თავით გადაგზავნა ნოიერის კარში და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-0.
ინგლილი ერთადერთია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ვისაც ჯერ გოლი არ გაუშვია. მათი მეტოქე 1/4 ფინალში დღეს გამოვლინდება, შვედეთი-უკრაინის დაპირისპირებაში, რომელიც წუთი-წუთზე, 23:00 საათზე დაიწყება.