რიონის ხეობაში აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ. აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი თანამებრძოლებს მოუწოდებს, რომ ყოველ საღამოს მოვიდნენ ბარიკატებთან და ხმაურით გამოხატონ პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ. ,,აქ სიარული სამსახურად და ტრადიციად უნდა ვაქციოთ“ _ მიმართავს იგი თანამებრძოლებს.
აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ შეუშვან სოფელ ნამოხვანში, მათი თქმით ეს გადაადგილების უფლების შეზღუდვაა.