ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია ენკას მიერ ნამახვანჰესის მშნენებლობის შეწყვეტის შესახებ აცხადებს, რომ სამწუხაროა, როდესაც ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს.
მისი თქმით, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი და დამატებითი კვლევები ტარდება, რათა აღნიშნული პროექტი კვლავაც განხორციელდეს, თუმცა, უსაფრთხოდ.
"თუმცა, ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან და კითხვებს გარემოს დამცველების მხრიდან, შეიძლება იყოს უფრო მეტად სრულყოფილი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები. სწორედ იმისკენ არის ჩვენი ყველა მცდელობა, მედიაცია, დამატებითი კვლევები მიმართული, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს ღალატობს მოთმინება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე" – აცხადებს მინისტრი.
ფოტო: facebook