გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ტორ ვენესლანდი პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტს ეხმიანება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია.
„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! სრულმასშტაბიანი ომისკენ მივდივართ. ყველა მხარის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა დეესკალაციაზე. ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია და მას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო მუშაობს ყველა მხარესთან სიმშვიდის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე“ - წერს ტორ ვენესლანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მთავარი ფოტო: Facebook