პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალიან დაძაბულია და ყველა ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია.
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. „ქართული ოცნება“, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, საუბრობენ, თითქოს მის პრიორიტეტშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც სამწუხაროდ, სასაცილოა.
„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო. დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ქვეყანას მომავალი არ აქვს“ - ამბობს ჯაფარიძე.
მთავარი ფოტო: netgazeti.ge