,,ნაციონალური მოძრაობა“ ბევრს საუბრობდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეძლებდნენ სერიოზული პრობლემების შექმნას, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ - რეზულტატი, რომელიც დგება, არის მათი ფიასკო. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხიელ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც ის ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ შიდა არჩევნებს გამოეხმაურა.
,,ეს არის რეალურად მოცემულობა, რაც გვაქვს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად მწვავედ განიცდის საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით. ეს რეზულტატი, რაც დგება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხოვრებაში, კანონზომიერია, აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს არის მარცხი, ფიასკო იმ პარტიის, რომელიც ბევრი მანკიერი პროცესის შემოქმედია“ _ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.