,,ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის ფორმალური ან შინაარსობრივი საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამით საკუთარი შეცდომის გადაფარვას ცდილობს.
,,რიგგარეშე სხდომის ჩატარების რაიმე ფორმალური ან შინაარსობრივი საფუძველი რეალურად არ არსებობს, რადგან დღეს იმ საკითხებს, რომლისგანაც შედგება ის 12 პუნქტი, ყველას სჭირდება საკომიტეტო ან ანალიტიკური მუშაობა, იმისთვის, რომ მომზადდეს საკითხები პლენარულ სხდომაზე გასატანად და არ მგონია, რომ პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად იყოს ამ 12-დან რომელიმე საკითხი, ამას სჭირდება კონსულტაციებიც. ვფიქრობ, რომ უბრალოდ სახეზე გვაქვს მცდელობა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომა, როდესაც გაემიჯნენ მუშაობის პროცესს, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა, ამის გადაფარვის მცდელობაა“ _ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.