„ქართული ოცნების“ დღევანდელი მმართველობის პირობებში საქართველოს სამწუხაროდ, არანაირი შანსი არ აქვს გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამის შესახებ ,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საპარლამენტო ოპოზიცია ასრულებს იმ სამუშაოებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიიღოს.
,,ევროკომისიის რეკომენდაციაში პირდაპირ ნათქვამია, რომ ამ ტიპის მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ევრიოკავშირის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, გათავისუფლდეს სასამართლო, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა. ამიტომ, ცხადია, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მმართველობის პირობებში საქართველოს სამწუხაროდ, არანაირი შანსი არ აქვს გახდეს კანდიდატი ქვეყანა. ახლა პროდასავლური ოპოზიცია, კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიცია ასრულებს იმ სამუშაოს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ _ განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.