სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, პარლამენტს სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, ამიტომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და არა სამართლებრივი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ მოქმედებს ხისტად, მაგრამ მოქმედებს პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება.
გვაბრალებენ, რომ თურმე პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. განვმარტავ, სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს არ აქვს უფლება, რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გვემსჯელა, დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ბადრი ჯაფარიძემ სისტემასთან დაპირისპირება არჩია, როცა პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, სისტემა ბუნებრივია, მას პასუხს სცემს. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ ვმოქმედებთ პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.