ნიკა მელიამ მსხვილი ოპოზიციური პარტია დააძინა, 28%-მდე ჩამოიყვანა. ამის შესახებ პარტია ,,კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისივე თქმით, რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ დასავლური ვექტორის პარტიები მომძლავრდეს.
,,ნიკა მელიამ მსხვილი ოპოზიციური პარტია დააძინა, ღალატში არ ვდებ ბრალს, ვერ გაკეთებაში ვდებ ბრალს, პროცენტებში ვდებ ბრალს, 28%-მდე ჩამოიყვანა პარტია და უნდა დაფიქრდე რომ რაღაცას ვერ აკეთებ კაცო კარგად. დავიღუპებით, თითოეული დასავლური ვექტორის პარტიის განადგურება, რომ მოხდეს ამ დოზით. ნიკა მელიას გეგმის მიმდევარი პარტიაში ბევრი არ არის. რაღაც უნდა გამოიცვალოს, რომ მომძლავრდეს ისევ ყველა დასავლური ვექტორის პარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პრეზიდენტი ციხეში კვდება“ _ აცხადებს თაკო ჩარკვიანი.