,,კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. როგორც იგი ამბობს, 500-ათასისნი პარტია მშვიდად არ უნდა უყურებდეს, როგორ კვდება მათი ლიდერი.
,,ამ წამს ყველანი გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი ვართ, ჩვენს თვალწინ კვდება. ახლა მე რიგითი მოქალაქე ვარ. ამდენი ადამიანია აქ, ვიცი, რომ დაემატება კიდევ ბევრი. თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ. აი, ახლა, ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მესამე პრეზიდენტი, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის. ერთი ვიცი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და არ მინდა იმ თავისმომჭრელთა სიაში ყოფნა, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს“ _ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.