პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციები.
თაკო ჩარკვიანის თქმით, მას ამ საკითხში ენმ-ის ნაწილიც ეთანხმება.
„ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც. პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მინდა გითხრათ, რომ ჩემს აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე. იმ 10-ში მინდოდა იქ დარჩენა. ამას ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარვის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ქუჩაში არ გააჩნია“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მთავარი ფოტო: reginfo.ge