ჟურნალისტ ელისო კილაძისა და პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის დაპირისპირება გრძელდება. ელისო კილაძემ დღეს ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ჩარკვიანის ქმარი, ჯონი გიგანი საქართველოს პროკურატურას შოთა ხარძიანის საქმეზე დაეხმარა.
"ტვ პირველის ეთერში თაკო ჩარკვიანის ისტერიკა ყველამ ნახეთ. ამ ისტერიკის ჟამს წამოცდა ის რასაც პროკურატურა მალავდა – გია უდესიანის წინააღმდეგ ჩვენება დღესაც მისცა ჩემმა ქმარმაო. ჰოდა, მივდექი, მოვდექი და გავარკვიე რა საქმეზე დაეხმარა "ოპოზიციონერი" დეპუტატის ქმარი ჯონი გიგანი საქართველოს პროკურატურას. არც მეტი არც ნაკლები – შოთა ხარძიანის მკვლელობის საქმეზე. ჩარკვიანის ქმარმა დაადასტურა რომ ბესო ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი გია უდესიანია,მას დეტალური ინფორმაცია აქვს უდესიან-ხარძიანის "დაპირისპირების" დეტალებზე და ეს დეტალები გამოძიებას მოუყვა. ასე რომ სულ მალე,ჯონი გიგანის დახმარებით კიდევ ერთ შეკერილ საქმეს მივიღებთ. ვისაც არ გახსოვთ,გაგახსენებთ რომ 2014 წელს თაკო ჩარკვიანი ნინო ჯღარკავას სამსახურში ესტუმრა - უდესიანზე ჩვენების სანაცვლოდ ირაკლი ღარიბაშვილთან დამილაგეო. ჩვენება უკვე არსებობს და როგორც ჩანს,დალაგებაც" – წერს ის.


ორი დღის წინ ჩარკვიანი და კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად ფორმულას ეთერში დაუპირისპირდნენ. ჩარკვიამა კილაძეს ის დღემდე კგბ–ს ფულით ცხოვრობს. 