ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა- სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, რომ მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან, თუ რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი. ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც იგი აცხადებს, ადამიანებს, რომლებსაც კელი დეგნანი მხარდაჭერას უცხადებს, საქართველოს ომში ჩართვა სურდათ
,,დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ამ წერილით საკმარისი გაიგო. შეხვედრის შინაარსი ჩემთვის ნათელია. კითხვა ეხებოდა კელი დეგნანს როცა დავუსვი, ომის შემდეგ იყო თუ არა შეხვედრა. სიმართლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა, ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, როცა იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები, მოთხოვნები, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და საომარი ფრონტის გახსნა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. ხომ ვიცით, რა დამოკიდებულება იყო და როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე.
კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ. ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ, იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს. საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება“ _ განაცხადა მიხიელ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის გასაგებია, თუ რაზე იყო საუბარი, ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა.
,,დარწმუნებული ვარ, თქვენც გაწუხებთ კითხვები, თუ რაზე შეიძლება ესაუბრათ ივანიშვილს და კელი დეგნანს, არსებობდა თუ არა სურვილი, რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება“ _ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.