დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გადააყენა ,,ნაციონალური მოძრაობა“ და თავად არჩევნების გზის მოვიდა ხელისუფლებაში.
,,ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ, ,,ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, გაუპატიურებით საპყრობილეში, უმძიმესი მოპყრობით. ეს ადამიანი შემოვიდა პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო. ვინც ცდილობს მას დასწამოს და ტალახი ესროლოს, არაფერი გამოუვა. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“ _ განაცხადა კალაძემ.