ჩვენ თუ გვინდა, რომ პოლიტიკურ პროცესში მოვიგოთ შეჯიბრი, უნდა შევეჯიბროთ იმას, ვინც რეალურად არის მოწინააღმდეგე მხარე. სანამ ეს ასე არ იქნება, კრიზისის დაძლევა ყოველთვის შესაძლებელი იქნება პრემიერების გამოცვლით და ასეთი ტიპის მანიპულაციებით, რომელიც ერთი შეხედვით განტვირთავს პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ შედეგი იქნება იგივე, რაც იყო მანამდე. ამის შესახენ ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპონენტთან დებატების მოსაგებად საჭიროა მაგიდის მეორე მხარეს იჯდეს ის ადამიანი, ვინც რეალური მოწინააღმდეგეა.
,,მე მგონი ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად ჩართულია პოლიტიკაში. ჩვენ თუ გვინდა, რომ პასუხისმგებელი იყოს ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იჯდეს ის ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება დებატების მოგება ჩვენს ოპონენტებთან. შეიძლება მას თავის დროზე უნდოდა პოლიტიკიდან წასვლა, უბრალოდ პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, ასე მარტივად ვერ წახვალ, არ გაგიშვებს პოლიტიკური პროცესი. ფაქტია, რომ ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ამერიკის ელჩის მასთან სტუმრობამ დაადასტურა, რომ ეს ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ თუ გვინდა, რომ პოლიტიკურ პროცესში მოვიგოთ შეჯიბრი, უნდა შევეჯიბროთ იმას, ვინც რეალურად არის მოწინააღმდეგე მხარე. სანამ ეს ასე არ იქნება, კრიზისის დაძლევა ყოველთვის შესაძლებელი იქნება პრემიერების გამოცვლით და ასეთი ტიპის მანიპულაციებით, რომელიც ერთი შეხედვით განტვირთავს პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ შედეგი იქნება იგივე, რაც იყო მანამდე“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა თუ მოხდება, მას ნებისმიერი თანამდებობის დაკავება შეეძლება და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.