ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს იმ ,,ტროიკას“ იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს და ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. ამის შესახებ ,,ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. იგი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ხელი გაუწოდოს შეერთებულ შტატებს და ევროპას და ამით ივანიშვილიც და საქართველოც გადარჩება.
,,კელი დეგნანი ხვდება უამრავ ადამიანს, მათ შორის მეც და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი, ან ვინმე სხვა. როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი. ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს იმ ,,ტროიკას“ იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს და ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. მე ვურჩევდი მას, რომ ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს, გაუწოდოს სერიოზულად შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც აქამდე იყო, ათწლეულების განმავლობაში, მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც“ _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.