კანადაში ჩასულ უკრაინელებს ფინანსურ დახმარებაზე განაცხადის შეტანა 2 ივნისიდან შეუძლიათ. ამის შესახებ გამოცემა chch.com წერს. ეს იქნება ერთჯერადი ფინანსური დახმარება 3000 აშშ დოლარის ოდენობით ზრდასრულებისთვის, ხოლო 1500 დოლარი 17 წლამდე ბავშვებისთვის. კანადელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს თანხა უკრაინელებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, როგორიცაა ტრანსპორტი და გრძელვადიანი საცხოვრებელი.