ჰოკეის სასწაულებრივი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.
კანადა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასაგები მიზეზების გამო შეთხელებული შემადგენლობით ასპარეზობდა (მიზეზი „NHL”-ის „ფლეი ოფებია“, რომელიც ჰოკეისტებისთვის უფრო პრესტიჟული ტურნირია და ამას რომ თავი დავანებოთ, „NHL”-ის კლუბები ასეთ დროს მოთამაშეებს არ უშვებენ ხოლმე) მიუხედავად ამისა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კანადელები ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდნენ და თან გერმანელების წყალობით, რომლებმაც ბოლო ტურში ლატვია დაამარცხეს და ამან კანადელები მეოთხედფინალში გაიყვანა, შემდეგ კი მართლა სასწაული შესძლეს.
ჯერ, მეოთხედფინალში ჩეხეთი დაამარცხეს 1-0, შემდეგ აშშ-ს მოუგეს 4-2 ნახევარფინალში და ფინალში ფინეთის მძლავრ ნაკრევს სძლიეს დამატებით დროსი, 3-2.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე, კანადელი მაქსიმ კომტუა გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირიც კანადელი, კონორ ბრაუნი გახდა.
ჩემპიონატის „MVP” კი, ისევ და ისევ კანადელი, ენდრიუ მარჯიპანი გახდა.