იაპონიის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Eneos Holdings-ის თავმჯდომარის, ცუტომუ სუგიმორის განცხადებით, ისინი არ აპირებენ რუსული ნავთობის ყიდვას, სანამ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ყველა პრობლემა არ დასრულდება და ალტერნატიულ მარაგებს ახლო აღმოსავლეთიდან შეიძენენ.
„ამჟამად ჩვენ ვაპირებთ ალტერნატივის მიღებას არსებული სავაჭრო პარტნიორებისგან, როგორებიცაა საუდის არაბეთი, აბუ დაბი და ქუვეითი“ _ აღნიშნა სუგიმორიმ.