იაპონიაში დაიჭირეს და მოკლეს მაიმუნების ,,ბანდის“ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ატერორებდა. მაიმუნების თავდასხმები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო და მას შემდეგ ბავშვებსა და ზრდასრულებს მოსვენებას არ აძლევენ. ერთი მათგანი გუშინ, სპეციალურად დაქირავებულმა მონადირეებმა სკოლის ეზოში დაიჭირეს. ის ოთხი წლის იყო და დაახლოებით ნახევარი მეტრი სიმაღლის. მაიმუნებმა ჯამში 50-მდე ადამიანს სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნები იაპონიის სხვადასხვა რაიონში მრავლად არიან და ხშირად მავნებლობენ კიდეც, ადგილობრივების თქმით, მსგავსი თავდასხმები მაინც უჩვეულოა. ამჟამად თავდამსხმელთა ,,ბანდის“ სხვა წევრები იძებნებიან.