იაპონიამ რვა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ქვეყნის მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით უკრაინაში, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმით.
იაპონიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ, განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს გააძევებდნენ.
იაპონია ასევე გეგმავს ეტაპობრივად შეამციროს რუსული ქვანახშირის იმპორტი.
ცნობისთვის, რუსი დიპლომატები უკვე არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გააძევა, მათ შორის: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ავსტრია.