ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა. ეს საკითხი ლიდერების სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.
უნგრეთი, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ მარაგებზე, ამგვარ ნაბიჯებს კვლავ ეწინააღმდეგება. თუმცა, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჟოზეპ ბორელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ის ფიქრობს, რომ წევრი ქვეყნების მეთაურები შეთანხმებას მიაღწევენ.