,,რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის ინიციატივას ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად სწორად მიაჩნია.
,,არ ვუერთდები ამ ინიციატივას. ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ და სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული“ _ აღნიშნავს ხათუნა სამნიძე.