ფრაქცია „შარლ მიშელის ჯგუფის“ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ, ჟურნალისტებთან უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უბნებზე ხმის გადათვლა აუცილებელია და ამის შედეგად, შესაძლოა, შედეგები შეიცვალოს.
„როცა ასეთი ტიპის დარღვევებია, ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს დისბალანსი ოქმებში და ეს არჩევნები გამონაკლისი არ არის. არაერთი ოქმი გავრცელდა და არაერთი განცხადება, რომ 2-2, 18, 20 ხმა აკლია, ან ზედმეტობაა, რა თქმა უნდა, გადათვლა აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ბოლომდე იცავს თითოეულ ხმას. რა თქმა უნდა, გადათვლის შედეგად, შესაძლოა შედეგები შეიცვალოს“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მთავარი ფოტო: ipress.ge