ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ უკვე სახელმწიფოებრივ კრიზისამდე მივდივართ. ამაზე პასუხისმგებლობას კი ის ხელისუფლებას აკისრებს.
„ფაქტია, რომ ვართ კრიზისის წინაშე. არის ხალხი, რომელიც ქუჩის გადაკეტვას გეგმავს. არის მოშიმშილე დეპუტატი, რომელიც მერამდენე დღეა ოთახში შიმშილობს. ასევე შიმშილობა წამოიწყო ცხრა დეპუტატმა. საზოგადოების ნაწილის ძირითადი მოთხოვნა არის ადამიანის ჯანმრთელობის უფლება და ახლა უკვე მართლმსაჯულების უფლება. ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები გვესმის, თუ რატომ არ გადაჰყავთ ადამიანი უკვე სასამართლოში საკუთარი თავის დასაცავად“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მთავარი ფოტო: imedi.ge