ბიძინა კულუმბეგოვი პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს ასახელებს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ამბობს, რომ სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის გამო, გაჩნდა იმედი, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება.
„ორი დღის წინ „ტელეგრამმა“ გამოაქვეყნა ბორის ჯონსონისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონსულტანტის მოსაზრება, რომ დღეს არსებული მონაცემებით, „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა გრიპის სირთულეს უახლოვდება. სიკვდილიანობა 5-6 ჯერ ნაკლებია, თუმცა, ამავე დროს, სწრაფი გავრცელების პოტენციალი აქვს;
თუკი ტენდენცია გაგრძელდა და მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მსუბუქად გადაიტანა ინფექცია, შეიქმნა წამლები, ვაქცინაციაც თავის როლს შეასრულებს და ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა იმედს, რომ 2022 წელი 90%-ით პანდემიის დასრულების წელი იქნება“ - ამბობს კულუმბეგოვი.
მთავარი ფოტო: reginfo.ge