ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. როგორც ის Facebook-ზე წერს, პანდემიის ეს ტალღა "სწორი მიმართულებით" მიდის, ვინაიდან შემთხვევები იზრდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არა.
"პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი-მიმართულებით", შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!" - წერს კულუმბეგოვი.
მთავარი ფოტო: alia.ge