სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის დამატებას გულისხმობს. ამ ცვლილებას დღეს ორმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერას უცხადებს. თოლორაიამ დღეს პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მას დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები! ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო და ამ კანონპრპექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ! ლონდა თოლორაია, ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს!". – დაწერა მან.
ფოტო: Facebook