სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, სააკაშვილის ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური პათოლოგიები აღენიშნება. ექიმების თქმით, სახეზეა ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ–ტრამვული სტრესული აშლილობა.
პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, ესაა მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემი. ფსიქიკური თვალსაზრისით, გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.
ჩვენი რეკომენდაციები თავიდანაც იყო ფსიქოთერაპიის კურსის შესახებ, მაგრამ არ შესრულდა. ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები არ მთავრდება ერთ დღეში, ან ერთ კვირაში. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც" – განაცხადეს მათ.
არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. ბატონი მიხეილი მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს ნიშნებს, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება სურდა" – თქვა კონსილიუმის წევრმა ფსიქიატრმა.
ფოტო: ფორმულა