ანზორ მელია "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.
"შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს.
ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იქნებოდა.
მეთაური არ ჰყავთ და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. "ნაციონალები" მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ" - განაცხადა ანზორ მელიამ.
მთავარი ფოტო: metronome.ge