პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, აზნორ მელია აცხადებს, რომ მას დღეს შვილის გათავისუფლების იმედი და მოლოდინი აქვს. ანზორ მელიას თქმით, ხელისუფლება შავ დღეშია და სხვა გამოსავალი არ აქვს."
"ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ მთავრობა შავ დღეშია, სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. ზეწოლა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, ხალხისგან ძალიან დიდია და ყველაზე კარგი გამოსავალია მთავრობისთვისაც და ყველასთვის, რომ ნიკა გარეთ იყოს. მართალია, მთავრობისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ მთავრობაში მოიძებნება ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი მაინც, რომელიც ამას გაანალიზებს" - აღნიშნა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და ნიკა მელიას გათავისუფლებით "ხალხი დაწყნარდება".
ფოტო: ghn.he