1-10 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მთავარი ფოტო: reginfo.ge