უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდვითარების განხილვა კიდევ გაგრძელდება და რეგულაციების გადახედვა და მათი ცვლილება გამორიცხული არ არის.
"ვნახოთ სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. რეგულაციების შემსუბუქებია გადახედვა ყოველ საბჭოზე ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი რეგულაციები და ის მინიმალურიც განსჯის საგანი გახდება. სიტუაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სულ ხდება“ _ აცხადებს გიორგი ღიბრაძე.