13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება - ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გაავრცელა. ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი ის მოქალაქე მიიღებს, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.
„ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“ - განაცხადა ღიბრაძემ.
მთავარი ფოტო: bm.ge