უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, მუდმივი მწვანე ბარათის საკითხს ხელახლა განიხილავენ. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
,,საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ის რეგულაციები, რაც არის მიღებული. მათ შორის კოვიდ გადატანილთათვის ე.წ. ჩამკეტის მოხსნა ამ ეტაპზე. იყო აზრთა სხვდასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა იყო განხილული. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვადა არ დავუწესოთ კოვიდ გადატანილებს, თუმცა ეს იქნება განხილვის საგანი, როდის და როგორ ამაზე მე ჯერ ვერ ვისაუბრებ“ _ განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.