ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, აკაკი ზოიძემ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანაში პანდემიის დასასრულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუ მოსახლეობა იმუნიზაციაზე არ იტყვის უარს.
„უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ ვერ შევძელით ის, რომ ვერ ავცერით კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე იმისთვის, რომ რაღაც დონის საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ. ეს იმუნიტეტი დღეს უკვე შველის ადამიანებს თბილისსა და აჭარაში, სადაც ყველაზე ნაკლებია 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მთავარი ფოტო: sknews.ge