50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ბუსტერ-დოზით აცრისთვის 100 ლარით წაახალისებენ - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის, განცხადებით გახდა ცნობილი.
„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“ - განაცხადა ღიბრაძემ.
მთავარი ფოტო: formulanews.ge